დემეტრე ბულისკერია - მიხარია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი მომეცა #1TVSPORT
გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ესტონელი თანატოლები დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.
რამაზ სვანაძემ სასტარტო თერთმეტეულში „დილას“ ორი მოთამაშე დააყენა – მეკარე დემეტრე ბულისკერია და ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე. ნიკა 63-ე წუთზე შეცვალეს, დემეტრემ კი მატჩი სრულად ჩაატარა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლითაც მატჩის მიწურულს შოთა შეყილაძემ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დემეტრე ბულისკერიამ მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი კიდევ ერთხელ მომეცა. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. თამაში მთლიანად ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. სამწვრთნელო შტაბის დავალებები შევასრულეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მინდა ჩვენს ქომაგს დიდი მადლობა გადავუხადო, მთელი მატჩის განმავლობაში მხარდჭერისა და გვერდში დგომისთვის“, – ამბობს დემეტრე ბულისკერია.