დემჩენკო პუტინს ადანაშაულებს - უკრაინას ყველა თავგანწირვით ეხმარება, ეს ძალიან მაიმედებს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო იყო, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:
„მიხარია, რომ მომიწვიეთ გადაცემაში. საერთოდ, საქართველოში უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა. ამას ვხედავ, ხალხი გამოდის, უკრაინის დროშებია ყველგან – მიტინგებზე, მანქანების სტიკერებზე, აივნებზე. ძალიან დიდი მხარადაჭერაა.
– თავიდან მეგონა, რომ დიდი რუსეთი შედარებით პატარა უკრაინას აშინებდა, მაგრამ შოკში ვიყავი, როდესაც სარაკეტო დაბომბვა დაიწყეს. მუშაობაზე გადავერთვები ხოლმე, მაგრამ სახლში რომ მივდივარ, ისევ შოკური მდგომარეობა მეუფლება. ასეთ დროს სამსახურზე ფიქრი რთულია. ცდილობ, კონცენტრირება მოახდინო, მაგრამ სულ ვფიქრობ დედაზე, დაზე, მის მეუღლესა და ბავშვებზე, ნათესავებზე. დიდი ქალაქებში დიდი დანაკარგებია. ჩემს ქალაქში, ზაპოროჟიეში, მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, მაგრამ ეს ვერ დამაწყნარებს. თუმცა სამუშაოზე კონცენტრირება მშველის.
– ველოდი თუ არა უკრაინელებისგან ასეთ წინააღმდეგობას? არ ველოდი, ომი ასე თუ გაგვაერთიანებდა. იციან თუ არა ომი, მოხალისეები ომში მიდიან. ჩვენს ქვეყანას ყველა თავგანწირვით ეხმარება, ვისაც როგორ შეუძლია. ეს ყველაფერი მაიმედებს, რომ ჩემი ქვეყანა გაიმარჯვებს, რადგან ოკუპანტებს ღირსეულ პასუხს სცემენ. ჩემი ოჯახი საქართველოშია – მეუღლე, შვილი. ბინა თბილისში ვიქირავეთ. როდესაც ჩამოვიდნენ, ომი შემდეგ დაიწყო.
– სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ამას მხარს ვუჭერ. მიმაჩნია, რომ ქვეყანას, რომელიც სხვა ერებს აბსოლუტურად უწესოდ ექცევა, სანქციები ეკუთვნის. მხარს ვუჭერ, რომ სანქციები ყველა სფეროზე გავრცელდეს. პუტინია დამნაშავე, რომ სპორტი ასე დაზარალდა“.