დემბელეს მუხლზე ოპერაცია ელოდება - მან შეიძლება სამი თვე გამოტოვოს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა უსმან დემბელემ, შესაძლოა, სამი თვე გამოტოვოს მუხლის ტრავმის გამო. მან დაზიანება ევრო 2020-ზე საფრანგეთისა და უნგრეთის მატჩში მიიღო.
ფრანგ ფეხბურთელს ოპერაცია ესაჭიროება. „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ექიმები მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. ვარაუდობენ, რომ დემბელეს სამი თვის გამოტოვება მოუწევს, – დაწერა გაზეთმა „ეკიპმა“.
უსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება. ვარაუდობენ, რომ მიღებული დაზიანება სერიოზულ გავლენას მოახდენს ფეხბურთელის მომავალზე.