„ბარსელონას“ თავდამსხმელმა უსმან დემბელემ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ფეხბურთელმა ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო, – იტყობინება El Desmarque.
22 წლის ფრანგის აგენტმა არაოფიციალურად „ჩელსის“,„მანჩესტერ სიტის“ და „პარი სენ-ჟერმენს“ ფეხბურთელის გადასვლასთან დაკავშირებით მიმართა.
დემბელეს სურს, რომ მისი, ამ რომელიმე კლუბში გადასვლის შანსები შეაფასოს, რადგან მას ჯერ „ბარსელონადან“ სხვა კლუბთან მოლაპარაკების თაობაზე თანხმობა არ მიუღია.
„ბარსელონას“ შემტევს მომქმედი კონტრაქტი კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს. დემბელემ მიმდინარე სეზონში კატალონიური კლუბის რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.