„ბარსელონას“ ნახევარმცველი უსმან დემბელე ამ ზაფხულს, შესაძლოა, ლონდონის “არსენალში” გადავიდეს, – იტყობინება ბრიტანული გაზეთი „სანი“ (The Sun). ინგლისური კლუბის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი მზად არის გარიგებაში ჩართოს აარონ რემზი, რომლის ხილვაც თავის რიგებში კატალონურ გრანდს სურს.
21 წლის დემბელე, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შარშან მხოლოდ 20-ჯერ გამოჩნდა „ბარსელონას“ შემადგენლობაში, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი შეასრულა.