დემბელე მინიმუმ კიდევ ორი კვირა ვერ ითამაშებს
დემბელე მინიმუმ კიდევ ორი კვირა ვერ ითამაშებს

„ბარსელონას“ შემტევი ნახევარმცველი უსმან დემბელე გუნდს მინიმუმ ორი კვირა კიდევ ვერ დაეხმარება. მან კუნთის ტრამვა კლუბის ვარჯიშზე გუშინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დემბელე ჯერჯერობით უფრო ადრე მიღებული სერიოზული დაზიანების აღდგენით პროცესშია. მან 2019 წლის 27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „დორტმუნდთან“ კუნთი გაიწყვიტა.

მინდინარე სეზონში ჰავბეკმა კატალონიური კლუბის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.