„ბარსელონას“ ფორვარდმა უსმან დემბელემ მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მწყობრში მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ ჩადგება, – იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება პრიმერას პირველ ტურში „ბილბაოს“ წინააღმდეგ მატჩში (0:1) მიიღო. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ სეზონშიც დემბელემ პირველ ტურში მიიღო ტრავმა და რამდენიმე თვით გამოაკლდა თავის გუნდს.
ამ ზაფხულს დემბელე არა ერთხელ განიხილებოდა იმ გარიგების ნაწილად, როლის მიხედვითაც „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნება სურდათ. მაგრამ, სავარაუდოდ, პარიზელებს ასეთი ვარიანტი აღარ დააკმაყოფილებთ.