ამერიკული მედიის ინფორმაციით, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა დემარკუს ქაზენსმა მუხლის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესპნ“ (ESPN), კერძოდ კი ადრიან ვოჯნაროვსკი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ბუგიმ“ მუხლის დაზიანება ლას ვეგასში გამართული ვარჯიშის დროს მიიღო.