ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერან ცენტრს დემარკუს კაზინსს „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.
მან სასტარტო ხუთეულში დაიწყო „კლიპერსთან“ (104:85) შეხვედრა, 15 წუთში 14 ქულა, ექვსი მოხსნა და სამი შედეგიანი პასი დააგროვა, აგრეთვე, ექვსი პერსონალურის გამო, ვადაზე ადრე დატოვა მატჩი.
„უორიორზის“ რიგებში პირველი ქულები კაზინსმა ეფექტური ჩატენვით აიღო.