ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ იმსჯელა იმის შესახებ, რომელმა გუნდმა შეიძლება წლევანდელ სეზონში კონკურენცია გაუწიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ტურინულ კლუბს.
„ინტერი“ და „ატალანტა“ სერიოზული კონკურენტები არიან სკუდეტოსთვის ბრძოლაში. „ატალანტა“ ძალიან კარგ და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და ნანობს შარშანდელ სეზონში „იუვენტუსთან” ნათამაშებ ფრეს.
„ლაციო“ ნიჭიერი გუნდია, მაგრამ მას ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ვხედავთ, რომ „ინტერმა“ ხუთი ცვლილება მოახდინა შემადგენლობაში „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ ამ ფეხბურთელებმა“, – განაცხადა დელ პიერომ.