ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ კრიშტიანო რონალდო იმის გამო გააკრიტიკა, რომ პორტუგალიელი უეფას დაჯილდოვების ცერემონიას არ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ უეფას ვერსიით საუკეთესო მოთამაშე მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა.
„მესმის კრიშტიანოსი, მაგრამ მოდრიჩმა დაიმსახურა ჯილდო, რადგან მართლაც დაუჯერებელები რამეები აკეთა „რეალში“ და მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – ამბობს „გოლთან“ (Goal) ინტერვიუში დელ პიერო. – „მეც განაწყენებული ვიქნებოდი რონალდუს ადგილას, მაგრამ ცერემონიაზე არმისვლა – ეს მეტისმეტია“.