დელ პიერომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე ჭორები უარყო #1TVSPORT
დელ პიერომ „იუვენტუსში“ დაბრუნებაზე ჭორები უარყო #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ კომენტარი გააკეთა იმ ჭორების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ის შეიძლება ტურინულ კლუბში დაბრუნდეს.

ადრე პრესაში დაიწერა, რომ დელ პიერო, შესაძლოა, „იუვენტუსის“ ახალი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს.

„ჩემამდეც მოაღწია ჭორებმა. მათი რაოდენობა მართლაც ძალიან ბევრია. არ შემიძლია, ვთქვა არც „კი“ და არც „არა“, მაგრამ ჩემი გული, რა თქმა უნდა, „იუვენტუსთანაა“. თუმცა ეს უნდა იყოს საერთო პროექტი, საერთო სურვილი“, – მოჰყავს დელ პიეროს სიტყვები CBS Sports Golazo-ს.

„იუვენტუსს“ ფინანსური მაქინაციების გამო სერია A-ში 10 ქულა ჩამოაკლეს და ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.