ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ ახლანდელი „იუვენტუსი“ 1996 წლის გუნდს აგონებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ალექსის განცხადებით, მაშინდელ „იუვენტუსს“ ძალიან ძლიერი დაცვა ჰყავდა, ახლანდელ ბებერ ქალბატონშიც არანაკლები დაცვის ხაზია.
„ეს „იუვენტუსი“ ჩემს გუნდს მაგონებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ძალიან ძლიერი დაცვა და შეტევაში სამი კარგი მოთამაშე. რა თქმა უნდა, ჩემს თავს დიბალაში ვხედავ, ხოლო მანჯუკიჩი ფაბრიციო ავანელივითაა. რონალდოს აქვს ის ქარიზმა, რომელიც მაშინდელ ვიალის მაგონებს. ალეგრი ამბობს, რომ ყოველთვის საჭიროა იმის ცოდნა, როდის უნდა შეუტიოს გუნდმა და როდის დაიცვას თავი“, – განუცხადა დელ პიერომ Sky Sport-ს.