დეკლან რაისი „ვესტ ჰემში“ დარჩენას არ აპირებს #1TVSPORT
დეკლან რაისი „ვესტ ჰემში“ დარჩენას არ აპირებს #1TVSPORT

„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი უარს ამბობს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Times-მა.

წყაროს ცნობით, 22 წლის ინგლისელი უახლოეს ხანში აპირებს გადავიდეს უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში.

რაისის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.