დეკლან რაისი „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT
დეკლან რაისი „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ აპირებს ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, დეკლან რაისის გაფორმებას.

როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, გერმანული კლუბი სერიოზულად ჩაება „ვესტ ჰემის“ ლიდერისთვის ბრძოლაში. „ბაიერნი“ მზად არის, გადაუხადოს ლინდონურ კლუბს მოთხოვნილი თანხა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ვესტ ჰემი“ თანახმაა, ფეხბურთელი 120 მილიონ ფუნტად გაუშვას.

მიმდინარე სეზონში რაისმა პრემიერლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.