დეივესონ ფიგუეირედო და ჯოზეფ ბენევიდესი ერთმანეთს ტიტულისთვის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან
დეივესონ ფიგუეირედო და ჯოზეფ ბენევიდესი ერთმანეთს ტიტულისთვის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) ქვემსუბუქი (flyweight) წონითი დივიზიონის ვაკანტური ტიტულისთვის ბრძოლას კიდევ ერთხელ გამართავს და შეეცდება ჩემპიონი გამოავლინოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის ერთმანეთს ჯოზეფ ბენევიდესი და დეივესონ ფიგუეირედო დაუპირისპირდენენ. გამარჯვება ბრაზილიელმა მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიპოვა, თუმცა საქმე იმაშია, რომ ფიგუეირედომ წონა ვერ ჩააბარა და აქედან გამომდინარე ტიტული კვლავ ვაკანტური დარჩა.

ამჟამად, რემატჩის გამართვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სახელდება თარიღიც. დანა ვაიტს ფიგუეირედოსა და ბენევიდესის განმეორებითი სატიტულო ბრძოლის ჩატარება 18 ივლისს აქვს დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ემ-ემ-ეი ჯანქი“ (MMAJUNKIE) ავრცელებს.