„დეილი მეილი“ - ვენგერი ერთ თვეში კარიერას განაახლებს
„დეილი მეილი“ - ვენგერი ერთ თვეში კარიერას განაახლებს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩაიბაროს ახალი კლუბი, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail).

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვენგერს​  ყოველდღიური სამუშაო მოენატრა. ამ მომენტისთვის, 69 წლის ფრანგ სპეციალისტს ერთბაშად ოთხი შეთავაზება აქვს.

„ფრანგი იმედოვნებს სამუშაოს დაწყებას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ამ მომენტისთვის, ვენგერს ოთხი კლუბისგან აქვს შეთავაზება. მათ სურთ ის იხილონ გუნდის სათავეში. ამასთან, ამ ოთხი კლუბიდან არც ერთი არ არის ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენელი, სადაც ვენგერს არ სურს მუშაობა „არსენალთან“ შესაძლო დაპირისპირების გამო.

ასევე ერთი წინადადება აქვს ვენგერს ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული ფედერაციისგან, რომელიც მას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იწვევს. ასევე უნდა ვენგერის თავისთან ხილვა „პარი სენ-ჟერმენს“, ოღონდ სპორტული დირექტორის პოსტზე“, – წერს „დეილი მეილი“.