ლონდონის „ჩელსის“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის ნეიმარის გაფორმება შესთავაზეს. როგორც გამოცემა Daily Mail იტყობინება, ფრანგული კლუბი დაინტერესებულია ამ ტრანსფერით, რათა განტვირთოს თავისი სახელფასო ბიუჯეტი და თავიდან აიცილოს ფინანსური ფეარპლეის დარღვევა.
წყაროს ცნობით, „ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოული მზად არის განახორციელოს მსხვილი გარიგება. რათა მოასწროს გუნდის ფორმირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ამასთან, „ჩელსის“ მთავარი სამიზნე ამ მომენტისთვის „ბარსელონას“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგია. ორივე კლუბი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაბონელი ფორვარდის თაობაზე.
შეგახსსენებთ, რომ ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კილიან მბაპესა და ნეიმარს შორის არსებობს კონფლიქტი, რის გამოც ფრანგმა ფორვარდმა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას ბრაზილიელის გაყიდვა თხოვა. მაგრამ, მოგვიანებით, კონფლიქტის მოგვარება მოხერხდა.