დეილი ექსპრესი - კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლას განიხილავს #1TVSPORT
დეილი ექსპრესი - კრიშტიანო რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლას განიხილავს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გუნდიდან წასვლის ვარიანტს განიხილავს.

გაზეთმა Daily Express-მა დაწერა, რომ თუ „იუნაიტედი“ ამ სეზონის შედეგების მიხედვით ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, პორტუგალიელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ახალი გუნდის ძებნას დაიწყებს. 36 წლის რონალდო უკმაყოფილოა კლუბის ამბიციებით და არ სურს თავისი კარიერის ბოლო წლების დახარჯვა ევროპის ლიგის თამაშებზე.

პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეექვსე ადგილზეა 17 ქულით.