დედაენის ბაღში მასშტაბური სპორტული ფესტივალი იმართება #1TVSPORT
დედაენის ბაღში მასშტაბური სპორტული ფესტივალი იმართება #1TVSPORT

დედაენის ბაღში მასშტაბური სპორტული ფესტივალი „სპორტფესტი“ მეხუთედ იმართება. „სპორტფესტის“ საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19-წლიანი გამოცდილება აქვს.

გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, დედაენის ბაღში წარმოდგენილია არაერთი სპორტის სახეობა – მათ შორის, ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, პადელი, ტექბოლი, ჰოკეი, სამთო სპორტის სახეობები, ფარიკაობა და სხვა.

სპორტფესტის ფარგლებში იმართება შეჯიბრებები, ტურნირები, გასართობი და სათავგადასავლო ღონისძიებები. ფესტივალს ესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი და ცნობილი სპორტსმენები.

„სპორტფესტის“ მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი სპორტული ორგანიზაცია და დაინტერესებული ადამიანი, წარმოაჩინოს სპორტული ცხოვრების სტილი, მიღწევები, ისტორია, ცხოვრების ჯანსაღი, აქტიური წესი და მასში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩართოს.