დედა ენის ბაღში დაიწყო „სპორტფესტი“, რომელშიც სპორტული ორგანიზაციები მონაწილეობენ. ეს არის ორდღიანი ფესტივალი, რომელიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს უკვე მესამედ აერთიანებს.
გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაში. ღონისძიება ინტერაქციული იყო და ტურნირებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დედა ენის ბაღში მოწყობილი იყო სპორტული საგამოფენო ზონა, კლასიკური და ურბანული სპორტის სახეობების არენები.
გასართობ სივრცეში ტურნირი ჩატარდა კალათბურთში, ფეხბურთში, რაგბიში, პინგპონგში, მაგიდის ფეხბურთში, გამარჯვებულები კი პრიზებით დასაჩუქრდნენ. ფეხბურთის ფედერაციამ ფანშოპში ახალი კოლექციის მაისურები, სანაკრებო ეკიპირება და სხვადასხვა აქსესუარები წარმოადგინა.
„სპორტფესტი“ პირველად შარშან ჩატარდა და, რადგან დიდი ინტერესი გამოიწვია, ორგანიზატორებმა მასშტაბი გაზარდეს – 20-ის ნაცვლად, უკვე 35 ორგანიზაცია მიიწვიეს. შესაბამისად, გაიზარდა ტურნირების რაოდენობაც.