„დეჩიჩის“ მწვრთნელი - ბათუმის „დინამოსთან“ პირველი მატჩის მოგება მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტია არ არის #1TVSPORT
„დეჩიჩის“ მწვრთნელმა, მილორად პეტკოვიჩმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩთან დაკავშირებულ იმედებზე ისაუბრა.
მონტენეგროს ჩემპიონმა პირველი მატჩი ბათუმში 2:0 მოიგო და ახლა ამ წყვილში ფავორიტად მიიჩნევა. მილორად პეტკოვიჩი აცხდებს, რომ ამან გუნდი არ უნდა მოადუნოს.
„ბათუმში პირველი თამაშისა და შედეგის შემდეგ ოპტიმისტურად განწყობის საფუძველი გვაქვს. პირველ თამაშში კარგად, ორგანიზებულად ვითამაშეთ. რაც შეეხება მეორე მატჩს, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ პირველი მატჩის შედეგი გარკვეული უპირატესობაა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის გარანტია არ არის.
„დინამო“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მაღალ სისწრაფეზე თამაშობს. საპასუხო მატჩში ველოდები, რომ, შესაძლოა, ქართველებმა კიდევ უფრო აგრესიულად ითამაშონ, რადგან მოგება სჭირდებათ.
ბათუმში ამისთვის მოვემზადეთ, თავს ორგანიზებულად ვიცავდით და მეტოქის დაცვაში სივრცეების გახსნას ველოდით, როცა შანსი მოგვეცა, მიზანს ორჯერ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, საპასუხო მატჩშიც იქნება გოლის გატანის შესაძლებლობა, ბურთი მეტად უნდა გავაკონტროლოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
ვერ ვიტყვი, რომ პირველ თამაშში მეტოქემ არ დაგვაფასა, მაგრამ მეორე თამაშს უფრო მომზადებულები შეხვდებიან. ახლა ისევ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული – თუ მიდგომა ისეთივე გვექნება, როგორც ბათუმში, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა პეკოვიჩმა.
ბათუმის „დინამო მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩის“ 30 ივლისს პოდგორიცაში შეხვდება. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.