დებიუტი მესამე ბუნდესლიგაში - შალვა ოგბაიძის „ვიკტორია“ გალიდერდა #1TVSPORT
დებიუტი მესამე ბუნდესლიგაში - შალვა ოგბაიძის „ვიკტორია“ გალიდერდა #1TVSPORT

შალვა ოგბაიძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა მესამე ბუნდესლიგაში, სადაც მისი გუნდი ბერლინის „ვიკტორია“ წელს დაწინაურდა.

19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველ ტურში კიოლნის „ვიკტორიას“ წინააღმდეგ ითამაშა. „ოლიმპიაშტადიონზე“ ოგბაიძე ბერლინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბენედეტო მუზიკატომ მოედანზე 83-ე წუთზე შეუშვა. შეხვედრა ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.

წარმატებით ითამაშა „ვიკტორიამ“ მეორე ტურშიც, როდესაც ბრაუნშვაიგშიაინტრახტს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ბერლინელთა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია – მიზეზი მცირე ტრავმა იყო და არ გარისკეს. „ვიკტორიამ“ ორი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა და 6 ქულით მესამე ბუნდესლიგის ლიდერია.

2002 წლის პირველ აგვისტოს დაბადებული შალვა ოგბაიძე გერმანიაში გაიზარდა და ამპლუით თავდამსხმელია. კარიერა დაიწყო ბერლინის „დინამოში“, მერე იყო „მაგდებურგი“ (2017–2020), იყო ბერლინის ნაკრების წევრი. ხოლო ბერლინის „ვიკტორიაში“ 2020 წელს ჩაირიცხა და 19-წლამდელებში გამოდიოდა, მთავარ გუნდში შარშან დეკემბერში დააწინაურეს, თებერვალში კი პროფესიული კონტრაქტი (2+0,6) გააფორმა.

შალვა ოგბაიძე იყო საქართველოს 17 და 18 წლამდელთა ნაკრების წევრი. გახლდათ 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი, რომლის თამაშებიც პანდემიის გამო გაუქმდა.