დებიუტანტი „შახტარიდან“ და გუცულიაკი იარმოლენკოს ნაცვლად - იგორ ციგანიკმა საქართველოსთან მატჩში უკრაინის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
პარასკევს, 11 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს. უკრაინელები ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდებიან.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, იგორ ციგანიკმა საქართველოსთან მატჩში უკრაინის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა:
მეკარე: ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“);
მცველები: მიკოლა მატვიენკო („შახტარი“), ოლექსანდრ სვატოკი („ოსტინი“), ილია ზაბარნი („ბორნმუთი“), ოლექსანდრ ტიმჩიკი („დინამო“ კიევი);
ნახევარმცველები: დმიტრო კრისკივი („შახტარი“), მიკოლა შაპარენკო („დინამო“ კიევი), გეორგი სუდაკოვი („შახტარი“);
თავდამსხმელები: მიხაილო მუდრიკი („ჩელსი“), არტემ დოვბიკი („რომა“), ალექსეი გუცულიაკი („პოლესიე“).
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკრაინა ალბანეთთან (1:2) და ჩეხეთთან (2:3) დამარცხდა და ორი ტურის შემდეგ B1 ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს პოზნანში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.