დებიუტანტი გიორბელიძე ნაკრებში გამოძახებამ გაახარა - მიზანს მივაღწიე, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება #1TVSPORT
დებიუტანტი გიორბელიძე ნაკრებში გამოძახებამ გაახარა - მიზანს მივაღწიე, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ გუნდში დებიუტანტები მიიწვია. 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის „ჯვაროსნებთან“ ერთად ემზადებიან საფრანგეთში დაბადებული ბელგიური „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის „დინამოს“ 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე

„ეროვნულ ნაკრებში მიწვევის შესახებ როდესაც გავიგე, ემოციების შეკავება ცოტა გამიჭირდა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო. ამაყი ვარ და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მჯერა რომ გულშემატკივარს ბევრჯერ გავახარებთ”, – ამბობს გოგა ჩაბრაძე.

ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შესახებ გურამ გიორბელიძემაც ისაუბრა.

„ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, გამიხარდა რომ ამ მიზანს მივაღწიე, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება”.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტოკჰოლმში შვედეთთან გამართავს, ესპანეთს 28 მარტს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს სალონიკში საბერძნეთს დაუპირისპირდება – სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.