2019-20 წლების სეზონი „გოლდენ სტეიტისთვის“ ზედმეტად უიღბლოდ დაიწყო. გუნდის თითქმის ყველა წამყვანი კალათბურთელი დაშავებულა და სარეაბილიტაციო პროცესს გადის.
„ვორიორზის“ ფანებისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი „ბოსტონთან“ შეხვედრის დროს მოხდა. გუნდის ახალწვეულმა დეანჯელო რასელმა თითი დაიზიანა და როგორც შემდგომ გაირკვა, ის „გოლდენ სტეიტს“ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება.
რასელი „ვორიორზში“ მატჩში საშუალოდ 24.3 ქულას და 6.7 პასს აგროვებდა.