„ბრუკლინ ნეთსის“ გამთამაშებელს ნიუ იორკის „ლაგუარდიას“ აეროპორტში მარიხუანა აღმოუჩინეს. შემთხვევა დეანჯელოს ბარგის შემოწმების დროს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკის პოლიციის სპიკერი ავრცელებს. რასელი ნიუ იორკიდან კენტუკის შტატში მიემგზავრებოდა, სადაც მისი მამა ცხოვრობს.
როგორც ცნობილი გახდა „ნეთსის“ დამცველს 50 გრამამდე მარიხუანა უპოვეს. 23 წლის კალათბურთელი მიმდინარე პლეი ოფების დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. იგი წელს „ბრუკლინს“ რეგულარულ სეზონის მანძილზე 42 გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ასევე, მას დებიუტი ჰქონდა ყველა ვარსკვლავის მატჩზე. რასელი საშუალოდ მატჩში 21.1 ქულა და 7 გადაცემას აგროვებდა. მასთან ერთად კი ბრუკლინი პლეი ოფში 2015 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი სავარაუდოდ დეანჯელოს $25,000 დააჯარიმებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდა, სპორტსმენს ხუთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.