დეანდრე ეიტონს ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო 25 მატჩის გამოტოვება მოუწევს
დეანდრე ეიტონმა 2019-20 წლების რეგულარული სეზონის გახსნითი შეხვედრა ბრწყინვალედ გამართა. ახალგაზრდა ცენტრმა „საკრამენტოსთან“ მატჩში 18 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, თუმცა მისი სეზონი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
„ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ დეანდრეს 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება. მიზეზად კი ჩაგდებული დოპინგ ტესტი დასახელდა. წყაროს ცნობით, ეიტონი დანებებას არ აპირებს და ანტისადოპინგო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც გაირკვა, „ფინიქსის“ კალათბურთელს სისხლი პრეპარატების აკრძალულ სიაში მყოფი შარდმდენი აღმოუჩინეს. დღევანდელი მდგომაორებით ეიტონს 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და აქტიურ სპორტში დაბრუნებას 17 დეკემბრამდე ვერ შეძლებს.