დეანდრე ეიტონი თვლის, რომ მას „ფინიქსში“ არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა
ნბა-სა და კონკრეტულად „ფინიქსს სანსის“ ახალწვეული დეანდრე ეიტონი საკუთარი სათამაშო დროით უკმაყოფილოა. 20 წლის ცენტრმა ერთერთ ამერიკულ სპორტულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში უკმაყოფილება გამოთქვა მისთვის გუნდში მიცემულ სათამაშო დროსთან დაკავშირებით. ეიტონის თქმით მას „ფინიქსისთვის“ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.
„ყველამ კარგად იცის თუ რისი გაკეთება შემიძლია მოედანზე, თუმცა ამის დემონსტრირების საშუალება მე სამწუხაროდ არ მეძლევა, თუმცა გააზრებული მაქვს, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად მე დიდი შრომა მომიწევს, რისთვისაც მზად ვარ“- აცხადებს ეიტონი.
20 წლის ცენტრის საშუალო მონაგარი მიმდინარე სეზონზე 16 ქულა და 10 მოხსნაა. ის 60 პროცენტით ესვრის საშუალო ტყორცნებს, თუმცა მისდა სამწუხაროდ „ფინიქსი“ დასავლეთ კონფერენციაში 33 წაგებითა და 10 მოგებით ბოლო 15-ე ადგილზე იმყოფება.