დეაარონ ფოქსი კოჭის ტრავმის გამო სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს
დეაარონ ფოქსი კოჭის ტრავმის გამო სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს

რეგულარული სეზონის დაწყებიდან „საკრამენტომ“ ცხრა მატჩი გამართა, საიდანაც ექვსში დამარცხა, თუმცა ბოლო ოთხი ჩატარებული შეხვედრიდან სამი მოიგო.

ამ ფორმაციის გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, დეაარონ ფოქსმა, ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა.

„ესპნ-ის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „საკრამენტოს“ გამთამაშებელი სამიდან ოთხ კვირამდე გამოტოვებს. ფოქსი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 18.2 ქულას, 7.0 პასსა და 4.0 მოხსნას აგროვებს და ამ ფორმაციის „საკრამენტოს“ წამყვანი კალათბურთელია.