ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ტორინოსთან“ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ საკუთარი და გუნდის გამოსვლით კმაყოფილია. იტალიელმა ფეხბურთელმა დარჩენილი სამი მატჩის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„პირადად ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში. დერბიში გამარჯვება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა.ამ სტადიონზე ყოველთვის დიდი ბრძოლა გადატანა გვიწევს. „ტორინო“ ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, კარგად ორგანიზებული, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ახლა წინ სამი მატჩი გველოდება დიდ შესვენებამდე. ჩვენი მიზანი მაქსიმალური ქულების დაგროვებაა,“ – განაცხადა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ტურინულ დერბიში გამარჯვების შემდეგ 46 ქულა დააგროვა და „სერია ა“-ში პირველ ადგილზე იმყოფება.