„ბოკა ხუნიორსში“ შედგა იტალიელი ნახევარმცველის დანიელე დე როსის დებიუტი. „ალმაგროს“ წინააღმდეგ არგენტინის თასის მეთექვსმეტედფინალურ მატჩში ვეტერანი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 29-ე წუთზე დებიუტი გოლით აღნიშნა – „რომას“ ლეგენდამ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გაიტანა.
„ბოკას“ არენაზე გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ალმაგრომ“ 3:1 მოიგო.