დე ლიხტმა „იუვენტუსში“ ადაპტაციაზე ისაუბრა
დე ლიხტმა „იუვენტუსში“ ადაპტაციაზე ისაუბრა

„იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ახალ კლუბში საკუთარ ადაპტაციაზე ისაუბრა.

„ნელ-ნელა ვეჩვევი. „ლევერკუზენის“ დამარცხებამ ძალიან გამახარა. ჩვენთვის ყველაფერი ნორმალურად მიდის. „აიაქსში“ კაპიტანი ვიყავი და სიტყვის უფლება მქონდა, ხოლო აქ ჩემი ადგილის პოვნა მჭირდებოდა. ამჟამად თავს უკვე უკეთ ვგრძნობ, რაც უფრო მაძლიერებს. იტალია ცნობილია იმით, რომ აქაური კლუბები დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ტენდენცია იცვლება. დააკვირდით, აქ მცველები მოწინააღმდეგეს რამდენად ზემოთ ხვდებიან. ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს და ადაპტაციას მარტო მე არ გავდივარ. სამწუხაროდ, ცუდად დავიწყე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად“, – დაასრულა დე ლიხტმა.