ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ამსტერდამის „აიაქსის“ ვარსკვლავი მატეის დე ლიხტი გადაიბიროს. ესპანური გამოცემა „სპორტის“ ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონას“ სწორედ იტალიურიმკლუბი ამჯობინა.
დე ლიხტს „კამპ ნოუზე“ გადასვლის შემთხვევაში თავის გამოჩენის ნაკლები შესაძლებლობა ექნება და ამიტომ, ტურინული ვარიანტი უფრო ხიბლავს.
„იუვენტუსს“ „აიაქსის“ კაპიტნის შეძენისთვის 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ „ტურინელთა“ ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაახალგაზრდავებას ფიქრობს და ჰოლანდიელითაც ამიტომ დაინტერესდნენ.
მატეის დე ლიხტმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.