ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „იუვენტუსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამსტერდამის „აიაქსთან“ ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის თაობაზე და იმედიანად არის განწყობილი, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ მოელაპარაკა „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“.
როგორც ირკვევა, დე ლიხტი დათანხმდა „იუვენტუსში“ გადასვლას.
გარიგების თანხად 60-70 მილიონ ევროს ასახელებენ.
19 წლის დე ლიხტმა გასულ სეზონში ერედივიზიონი და ჰოლანდიის თასი მოიგო, სულ 55 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.