იტალიური პრესის ცნობით, „აიაქსის“ კაპიტანი და ცენტრალური მცველი მატეის დე ლიხტი ერთ ნაბიჯშია „იუვენტუსში“ გადასვლასთან. როგორც ირკვევა, 19 წლის ფეხბურთელი არ გაემგზავრა „აიაქსთან“ ერთად ავსტრიაში წინასასეწონო შეკრებაზე.
ერთი დღით ადრე დაიწერა, რომ დე ლიხტის ტრანსფერის თანხა ტურინულ კლუბში 82 მილიონ დოლარს გაუტოლდება. ფეხბურთელის პირად კონტრაქტში კი გამოსასყიდ თანხად ჩაიწერება 150 მილიონი ევრო.
2018-19 წლების სეზონში დე ლიხტმა „აიაქსის“ შემადგენლობაში 55 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად დუბლი შეასრულა – მოიგო ერედივიზიონი და ჰოლანდიის თასი.