დე ლიგტს მხოლოდ „ბაიერნში” გადასვლა უნდა #1TVSPORT
დე ლიგტს მხოლოდ „ბაიერნში” გადასვლა უნდა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი მხოლოდ „ბაიერნში“ გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

იტყობინებოდნენ, რომ ნიდერლანდების ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა უკვე განაცხადა წინასწარი თანხმობა მიუნხენურ კლუბში გადასვლაზე.

ადრე ცნობილი გახდა, რომ დე ლიგტზე პრეტენზიას აცხადებს „ჩელსი“, ასევე ფეხბურთელით ინტერესდებოდა „მანჩესტერ სიტი“.

„ბაიერნის” სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის მოლაპარაკებები „იუვენტუსში“ თავის კოლეგასთან ფედერიკო კერუბინისთან დე ლიგტის ტრანსფერის თაობაზე პოზიტიურად წარიმართა.

უახლოეს დღეებში გერმანიის ჩემპიონი სასტარტო წინადადებით მიმართავს „იუვენტუსს“. ტურინელები ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებენ.