დე ლიგტი სამი თვე ვერ ითამაშებს
დე ლიგტი სამი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ცენტრალურმა მცველმა მატეის დე ლიგტმა ოთხშაბათს რომში ტრავმირებულ მხარზე ოპერაცია გადაიტანა. ქირურგიული წარმატებული გამოდგა. იტალიური პრესის ცნობით, ნიდერლანდელი მინიმუმ სამ თვეს გამოტოვებს და ნამდვილად ვერ ითამაშებს სერია A-ს ახალი გათამაშების პირველ ტურებში.

ფეხბურთელი დისკომფორტს ჯერ კიდევ გასულ წელს გრძნობდა, როცა „ატალანტასთან“ მატჩის დროს, მეტოქესთან შეჯახებისას მხარი იღრძო.

გასულ სეზონში დე ლიგტმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.