დე ლა ჰოია ამერიკის პრეზიდენტობაზე ფიქრობს
დე ლა ჰოია ამერიკის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

მსოფლიოს ექს-ჩემპიონი WBC, IBF და WBO ვერსიებით, ოსკარ დე ლა ჰოია, ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს. 45 წლის ყოფილმა მოკრივემ განაცხადა, რომ მისი ამბიციები სერიოზულია:

„მას მერე, რაც პროფესიონალი მოკრივე გავხდი, მილიონობით ადამიანი მეუბნებოდა, რომ არჩევნებზე ბედი მეცადა“, – აცხადებს დე ლა ჰოია, – „მხოლოდ პრეზიდენტობის შემთხვევაში არის შესაძლებელი მიაწვდინო ხმა ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას. მე მაქვს სერიოზული მიზნები და ვფიქრობ, რომ თუ კეინი ვესტს გააჩნია პრეზიდენტობის ამბიცია, რატომ მე არ შემიძლია იგივეს გაკეთება”.

დე ლა ჰოია 1992 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, პროფესიონალურ რინგზე კი 45 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 39 მოიგო (30 ნოკაუტი).

 

დატოვე კომენტარი