დე ლა ფუენტე - არანორმალურია, როცა ევროპის ჩემპიონი კონტრაქტის გარეშეა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა შეკითხვას ეროვნულ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. 63 წლის სპეციალისტის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდეა ძალაში.
„ევროპის ჩემპიონისთვის არანორმალურია კონტრაქტის გარეშე დარჩენა. არ ვიცი, მოხდებოდა თუ არა ასეთი რამ ლუის ენრიკეს შემთხვევაში… ეს არანორმალურია, როცა ევროპის ჩემპიონი უკონტრაქტოდ რჩება. ცნობისთვის, მე ვმუშაობ იმავე პირობებზე, რაც იყო ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებიდან გადასვლისას… უნდა იცოდეთ. რომ მე უკვე გაფორმებული მექნებოდა კონტრაქტი, შეთავაზება რომ ყოფილიყო“, – მოჰყავს დე ლა ფუენტეს გაზეთ Marca-ს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დე ლა ფუენტესთან 2026 წლის ბოლომდე გააგრძელებს კონტრაქტს.