დე ხეას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა სურს
დე ხეას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა სურს

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილის“ (DailyMail) ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ესპანეთის ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გეგმავს. 28 წლის დე ხეას კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2019 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან, მოქმედი ხელშეკრულება, შესაძლოა, კიდევ სამი წლით გახანგრძლივდეს.

დე ხეა უკმაყოფილოა იმით, რომ დღევანდელ „მანჩესტერში“ ტიტულების მოგების შანსი არ აქვს, თავის მხრივ კი, „პარი სენ-ჟერმენი“ ოთხწლიან კონტაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, კვირაში 300 ათას ფუნტს მიიღებს, შესაბამისად, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება.