დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, როგორც წესი, საკლუბო გუნდები აქტიურდებიან და მომავალი სეზონისთვის საინტერესო ფეხბურთელებს ეძებენ. ქვემოთ გთავაზობთ ამ ბოლო დღეებში გავრცელებულ რამდენიმე ახალ ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

„იუვენტუსი“ და სამი ხედირა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. მიუხედავად კარგი შეთავაზებებისა, გერმანელი ნახევარმცველი „იუვენტიუსში“ დარჩენას დათანხმდა, რადგან ეს მასიმილიანო ალეგრიმ პირადად სთხოვა.

სლოვაკ ნახევარმცველ მილან შკრინიარის სანაცვლოდ „ინტერს“ 65 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ამ წინადადებაზე უარი თქვა. იტალიური „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, შკრინიარის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს.

ბრიტანული „მირორის“ ცნობით, „ჩელსიმ“ უარით გაისტუმრა „რეალ მადრიდი“, რომელსაც ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას შეძენა სურს და მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. კურტუას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება.

მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში დაშვებული ბავშვური შეცდომისა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დავიდ დე ხეაზე უარის თქმას არ აპირებს და მასთან კონტრაქტს ახანგრძლივებს. ესპანელი მეკარე „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ხუთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, იტყობინება „მანჩესტერ ივნინგ ნიუსი“.

„ვესტ ჰემ იუნაიტედი“ პედრო ობიანგის გაყიდვას აპირებს და მასში 18 მილიონ ევროს ითხოვს. ფეხბურთელით დაინტერესებულებს შორის არიან „ბეშიქთაში“, „ვილიარეალი“ და „ფიორენტინა“. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი „სანი“ იტყობინება.