დე ხეა ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარეს არ მიესალმა
დე ხეა ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარეს არ მიესალმა

ესპანეთის ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეა ქვეყნის ახალ მთავრობის თავმჯდომარე პედრო სანჩესს, რომელიც ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, საწვრთნელ ბაზაზე ესტუმრა, არ მიესალმა. როგორც გაზეთი AS წერს, დე ხეა უკვე ორი წელია განაწყენებულია პოლიტიკოსზე მეკარის მისამართით კრიტიკული გამონათქვამების გამო.

კერძოდ, 2016 წელს, დე ხეა სექსუალურ სკანდალში ამხილეს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს არანაირი ბრალი არ მიუძღოდა და მის წინააღმდეგ საქმე შეწყდა. თუმცა, პედრო სანჩესმა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყო, განაცხადა, რომ არ სურს დე ხეას ესპანეთის ნაკრებში ხილვა.