დე იონგს ტრავმა აღარ აწუხებს და „ბარსელონას“ „ოსასუნასთან“ მატჩში დაეხმარება
დე იონგს ტრავმა აღარ აწუხებს და „ბარსელონას“ „ოსასუნასთან“ მატჩში დაეხმარება

„ბარსელონას“ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს ტრავმა აღარ აწუხებს და „ოსასუნასთან“ ჩასატარებელ ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს დაეხმარება, – ინფორმაცია კატალონიური კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ბარსელონას“ 23 წლის ნიდერლანდელი ლეგიონერი ტრავმის გამო, მოედანზე გასვლას ერთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი დე იონგზე დიდ იმედს ამყარებს და აცხადებს, რომ ფეხბურთელის ტრავმა „ბარსელონასთვის“ მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო.

ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ უმასპინძლებს – მატჩი ხვალ, 16 ივლისს გაიმართება.