„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებგვერდზე ლუკ დე იონგისა და ადამა ტრაორეს გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ორივე ფეხბურთელი „ბარსელონაში“ იჯარით თამაშობდა – დე იონგი „სევილიას“ დაუბრუნდება, ტრაორე კი – „ვულვერჰემპტონს“.
დე იონგმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის ავტორი გახდა, ტრაორემ კი კატალონიელთა ფორმით გასულ სეზონში ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა (20 შეხვედრაში).