ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი დაშავდა. ერედვიზიონის ბოლო მატჩში, „ექსელსიორთან“, 21 წლის ნახევარმცველს კუნთის პრობლემა შეექმნა და მოედანი 28-ე წუთზე თავისი ფეხით დატოვა.
დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ვინაიდან „იუვენტუსთან“ მატჩამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, მისი თამაში სათუოა.
ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ფრენკის მდგომარეობა უცნობია და ყველაფერი დღეს-ხვალ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.