ამსტერდამის აიაქსის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში რეალის გამოთიშვის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებმა მადრიდელები სანტიაგო ბერნაბეუზე გაანადგურეს (4:1).
„გუნდით ვამაყობ, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო საღამოა. მწვრთნელმა გასახდელში სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რადგან ჩვენი სიხარული უსაზღვრო იყო. ჩვენ ყოველთვის მთავარი პრინციპებით ვმოქმედებთ: ბურთის ფლობა, მომენტების შექმნა და დომინირება. ვფიქრობ, ბარსელონაში არა მხოლოდ ჩემით, არამედ ყველა მოთამაშის თამაშით მოხარულნი არიან, ვინც ამ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა“ – განაცხადა, დე იონგმა ასთან (AS) საუბრისას.