„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „რეალთან” გამართული შეხვედრა შეაჯამა.
შეგახსენთ, რომ ეს იყო ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის გადატანილი მატჩი, რომელიც უგოლოდ – ანგარიშით 0:0 დასრულდა.
„არადამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ „კლასიკოში“ პირველად მივიღე მონაწილეობა“, – დაწერა ფეხბურთელმა.
გუნდებმა 17 ტურის შემდეგ 36-36 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი მაჩვენებლით პირველ ადგილს კატალონიური კლუბი იკავებს.