აიაქსის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, რომელიც კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს, კატალონიურ კლუბში თავის მომავალზე საუბრობს.
„არ ვაპირებ შევიცვალო. არ ვღელავ იმაზე, რომ ბარსელონაში ყურადღების ცენტრში მოვექცევი. ცნობისმოყვარე ვარ და მინდა, ადაპტაცია სწრაფად გავიარო და თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლო. მესისთან ერთად ვარჯიშს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, პასს ყოველთვის მას მივცემ“, – განაცხადა დე იონგმა ფოქს სპორტსთან საუბრისას.