„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა, რომელიც, ამჟამად, ნიდერლანდების ნაკრებში იმყოფება, გულახდილად ილაპარაკა კატალონურ კლუბში არსებულ სიტუაციაზე.
„კლუბში ქაოსი სუფევს, ბევრი რამ ხდება. მე ამის შესახებ მესისთან არ მილაპარაკია, ასე რომ, სიმართლე გითხრათ, სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. მაგრამ, თუ მესი მართლა წავა, ეს იქნება უდიდესი დარტყმა გუნდისთვის. როცა სანაკრებო მატჩებიდან დავბრუნდები, გავარკვევ, რა მოხდა.
რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ სიტუაციას. ამის გაკეთებაც რომ არ მინდოდეს, მაინც მომიწევს. დარჩა თუ არა მესი გუნდის ჩათში? დიახ (იცინის). მე მისთვის არ დამირეკავს. ამასთან, არც ისე ახლო ურთიერთობა გვაქვს, რომ დავურეკო და ახალი ამბები გამოვკითხო.
ჩემი პირველი წელი „ბარსელონაში“? ვერ მოვიგეთ ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე, შეიცვალა ორი მწვრთნელი… მაგრამ, როცა არდადეგებზე ვარ, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო“, – თქვა დე იონგმა.